,,ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენა – „Caucasus Build 2017“ გაიმართება

მიმდინარე წლის 16-19 მაისს, გამოფენების ცენტრ,,ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენა – „Caucasus Build 2017“ გაიმართება.
„Caucasus Build 2017“ სამშენებლო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას მოიცავს.
რეგიონის უმსხვილესი ინდუსტრიული ღონისძიება წელს 20-მდე ქვეყნის 200-მდე მონაწილეს მასპინძლობს.
„16-19 მაისს, გამოფენების ცენტრ,,ექსპო ჯორჯია“ მშენებლობისა და ინტერიერის 22-ე საერთაშორისო გამოფენაზე Caucasus Build 2017 გიწვევთ. რეგიონის უმსხვილესი ინდუსტრიული ღონისძიება წელს 20-მდე ქვეყნის 200-მდე მონაწილეს მასპინძლობს. თურქეთი და ინდოეთი გამოფენაზე ეროვნული სტენდებით წარდგებიან.
Caucasus Build 2017 სამშენებლო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას მოიცავს. შესაბამისად, სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურების მომწოდებლებს რეგიონში მოქმედ სამშენებლო, დეველოპერულ, არქიტექტორულ და დიზაინერულ კომპანიებთან და სტუდიებთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს ინფორმაციისა და პროდუქციის გაცვლის საუკეთესო ასპარეზია, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების საფუძველს ქმნის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.buildexpo.ge“, -აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები