“ნოვას” წარმოებული პოლიეთილენის წყლის ავზებმა „შესაბამისობის სერტიფიკატის“ ტესტი კვლავ წარმატებით გაიარა

უკვე მეორედ, “ნოვას” წარმოებული პოლიეთილენის წყლის ავზები „შესაბამისობის სერტიფიკატის“ ტესტს წარმატებით გადის. პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ „ნოვას“ წარმოებული პროდუქციის ტესტირების შედეგად, კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ავზების გამოყენება რეკომენდებულია საკვებ პროდუქტებთან უშუალო კონტაქტისთვის.
მოხერხებული ფორმებით, მაღალი ხარისხით და ეკოლოგიური სისუფთავით ქართულ და სომხურ ბაზარზე “ნოვას” ავზები 2014 წლიდან დამკვიდრდა. წარმოების იტალიური ტექნოლოგია და როტაციული მეთოდი ერთადერთია ანალოგ წარმოებათა შორის საქართველოში. ავზები მექსიკური ნედლეულით მზადდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფორმების გარდა, რომელიც ქართული ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა, მნიშვნელოვანია ნედლეული, რომელიც ავზების დასამზადებლად გამოიყენება. ხარისხი და ნდობა ჩვენი ბრენდისთვის უპირველესია, “ნოვა” ქმნის ქართულ ხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას!” -აცხადებენ კომპანიაში.

®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები