უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქართველ მებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დავით მაყიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, პრორუსმა სეპარატისტებმა ანტი ტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

მომხდარის შესახებ გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ. ამის გამო მისი ვინაობა არ სახელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები