თბილისის მიკროავტობუსები დიზელის საწვავზე გადაიყვანეს

0

თბილისში, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობენ. გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა – 101-ვე ე.წ. მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი.
აღნიშნული ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა.
2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს მოითხოვდა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს.
სულ დედაქალაქში 1800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს.

კომენტარები

კომენტარი