სვანეთში ათი სოფელი გარესამყაროს მოსწყდა – რას აცხადებს მესტიის გამგებელი

უამინდობის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი გარესამყაროს მოსწყდა.
როგორც „კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, გარესამყაროს მოწყვეტილი 5 სოფელი ხაიშის თემს ეკუთვნის, 5 კი უშგულის ტერიტორიულ ერთეულს.
მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ მეწყერმა შიდასასოფლო გზები დააზიანა, წაქცეულია ელექტროგადამცემი ხაზები, წაღებულია ხიდი.
„სულ ათი სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. მათგან 5 ხაიშის ტერიტორიულ ერთეულს ეკუთვნის, ათი კი უშგულის თემს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხაიშის თემის სოფლებში, აქ ნიაღვარმა დააზიანა შიდასასოფლო გზები, მეწყერმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები, 5 სოფელს არ მიწოდება ელექტროენერგია. ასევე, წაღებულია ხიდი, უშგულის თემში, ცენტრალურ გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი. ადგილზე გასულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები დაწყებულია. ხაიშის თემის იმ ხუთი სოფლის მოსწავლეები, სადაც სავალალო მდგომარეობაა, სკოლაში ვერ წავიდნენ. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, კომისია მუშაობს და ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინება“, -განუცხადა „კვირას“ კახა ჟორჟოლიანმა.
სვანეთში სამი დღეა გადაუღებლად წვიმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები