სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად კახეთში გამორჩეულად ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები იქნა თავიდან არიდებული, რისთვისაც სისტემამ 292 რაკეტა გაისროლა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით 4200 კმ2. ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის და დედოფლისწყაროს რაიონები. 14:30 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომამ კი 20 მმ-ს.
10 მაისის დღის 14:34 საათიდან 11 მაისის დილის 07:03 საათამდე, ღრუბლების დამუშავება 292 ერთეული რაკეტით ეტაპობრივად განხორციელდა, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები