ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები – ელისო კილაძის ინფორმატორების სკანდალური სია

„რეპორტიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ინკოგნიტო წყარო ჟურნალისტ ელისო კილაძის წყაროებს ასახელებს. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი ყოფილი თანამდებობის პირია, ზოგიერთი კი დღესაც იკავებს გარკვეულ პოზიციებს. როგორც ის აცხადებს, ელისო კილაძის ერთ-ერთი მთავარი „წყარო” იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე.
„დღევანდელი საუბრის თემა კილაძის „წყაროები” და „ჩიტები” იქნება. მას შემდეგ, რაც მას და მის გაზეთს დავშორდი, ამ თემას ვიკვლევ. მანამდეც ვიცოდი, ვხვდებოდი რაღაცებს. ყველაფერს გიწერს, მათ შორის, პირად საუბრებს! ვიმეორებ – ყველა საუბარი იწერება!!! მისი ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი „წყარო” გახლდათ გელა ხვედელიძე! შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, გახსოვს, ალბათ, ამასწინათ რომ სცემეს“, -აცხადებს კონფიდენციალური წყარო.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ აწვდიდა გელა ხვედელიძე ელისო კილაძეს ინფორმაციებს, ის წინასაარჩევნოდ შეხვდა დათა ახალაიას და ზურაბ ადეიშვილს! „ქართული ოცნების” გუნდის დიდად ინფორმირებული მაღალჩინოსანი იყო კაცი და იცი, ბოლოს ინსტრუქციებს ვისგან იღებდა? ელისოსთან ამბებს, იცი, ვინ აბარებდა? დათა ახალაია და ზურაბ ადეიშვილი! მეტსაც გეტყვით: ზუსტად ვიცი, წინასაარჩევნოდ შეხვდნენ ერთმანეთს დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და გელა ხვედელიძე!დიახ, გიმეორებთ: წინასაარჩევნოდ, უნგრეთში შეხვდნენ ერთმანეთს დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და გელა ხვედელიძე! მეტიც, ელისომ თავად თქვა, ჩამოვიდა გელა და უნდა შევხვდეო. ესეც შენი გელა ხვედელიძე, „ქართული ოცნების” ყველა მაშინდელი საიდუმლო ინფორმაციის “მატარებელი კაცი!” თუ გახსოვთ და თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი წლის წინ, კილაძემ უშიშროების საბჭოდან ფარულად გამოტანილი ამბავი რომ გაახმაურა, როცა თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილისა და სოსო გოგაშვილის დაკითხვას ითხოვდა… გახსოვთ?ქვეყნის უშიშროების საბჭოდან (!) რომ ელისოსთან მასალები მიდიოდა, ზუსტად ვიცი! ის ადამიანიც ვიცი ვინც არის, მაგრამ ახლა აღარაა იმ თანამდებობაზე, “, -აცხადებს წყარო.
წყაროს თქმით, ხვედელიძეს, როგორც შს მინისტრის იმჟამინდელ პირველ მოადგილეს, საკმაოდ ბევრი კადრი ჰყავდა სისტემაში დანიშნული და ეს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. როგორც ინფორმირებული წყარო აცხადებს, გელა ხვედელიძის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი იყო ავთო ბუღაძე და მას მხოლოდ სუს-იდან არ გამოჰქონდა ინფორმაციები. მისი თქმით, ავთო ბუღაძე ახლა სუს-ში აღარ მუშაობს.
„ავთო ბუღაძე როდესაც „გაიშიფრა”, ის, რა თქმა უნდა, „წავიდა” სუს-იდან. ბუღაძეს მასალებსა და ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდნენ მისი „მეგობრები” – სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ზაზა ფილია და ვაჟა კირტავა!“ -აცხადებს წყარო.
მისი თქმით, ორივე მათგანი დღესაც მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მეტიც, ვაჟა კირტავა „საქართველოს მელიორაციის” აქტივების დირექტორია ახლაც! წყაროს ინფორმაციით, გელა ხვედელიძის მძღოლის შვილი, გვარად შუღლიაშვილი, რომელიც მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში, აწვდიდა ინფორმაციებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის გადაადგილებისა და ვიზიტების შესახებ. არც ის ადამიანი აღარ მუშაობს უწყებაში. მისივე თქმით, ელისო კილაძესთან დაახლოებული პირია „ქართული ოცნების” ქვოტით გასული წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი – ნანა ყეინიშვილი! ინფორმირებული წყარო კიდევ რამდენიმე პირს ასახელებს.
„ვაგრძელებ: შემდეგია ნანა ყეინიშვილი, „ქართული ოცნების” ქვოტით გასული წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი! ეს ელისოსთან ჩახუტებული ქალია. „ნაციონალური მოძრაობის” საკმაოდ ცნობილი წევრი გიორგი ბოტკოველი! თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი თინათინ ხანჯალიშვილი! „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე თელავში დათო ჯორჯაძე! თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან” ნუგზარ ცაიკიძე! ასევე, თელავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან” ბაადურ რევაზიშვილი! ქეთი ილაშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე! იკა საჩიშვილი – თელავის მერის მოადგილე!“ -აცხადებს წყარო.
მისივე თქმით, ელისო კილაძის ერთ-ერთი წყაროა დავით დვალი – ქუთაისის მერის მოადგილე! მეტიც, წყაროს მტკიცებით, თავად ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც ელისო კილაძის ინფორმატორია.
„ელისო კილაძის ერთ-ერთი წყაროა დავით დვალი – ქუთაისის მერის მოადგილე! მეტიც, თავად ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც ელისო კილაძის ინფორმატორია და პატარა ბიჭუნასავით ემსახურება და ელოლიავება, ისეა დაშინებული! თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე – დავით გოგიძე! მეტიც, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძეც კილაძის სტაჟიანი ინფორმატორია!“ -აღნიშნავს ინკოგნიტო წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები