თურქეთმა ახალი ტანკი წარმოადგინა
თურქულმა კომპანია “FNSS”-მა სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის გამოფენაზე საშუალო ტანკის, KAPLAN MT-ს პროტოტიპი წარმოადგინა. ის ინდონეზიურ კომპანია “PT Pindad”-თან ერთად შეიქმნა.
ახალი ტანკი 105-მილიმეტრიანი ქვემეხით არის აღჭურვილი და მას კარგი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები აქვს.