ირლანდიის სანაპიროსთან 7,5 მეტრის სიგრძის ექვსლაყუჩიანი ზვიგენი დაიჭირეს

მოყვარულმა მეთევზემ ირლანდიის სანაპიროსთან 7,5 მეტრის სიგრძის ექვსლაყუჩიანი ზვიგენი დაიჭირა, რომლის წონამ 680 კილოგრამი შეადგინა.
ეს ამ სახეობის ყველაზე დიდი ზვიგენია, რომელიც ოდესმე ევროპაში ანკესით დაუჭერიათ.   ინგლისელი ბენ ბონდი საათნახევრის განმავლობაში, წყლიდან თევზის ამოყვანას ცდილობდა. ამის შემდეგ ზვიგენი წყლიდან ამოიყვანეს, მას ფოტო გადაუღეს და გაუშვეს.
აქამდე ცნობილი, იყო, რომ ექვსლაყუჩიანი ზვიგენის სიგრძე 5,5 მეტრს არ აღემატება. ის დიდ სიღრმეზე ცხოვრობს და  ძირითადად, თევზით იკვებება, თუმცა ზოგჯერ სელაპებსაც ესხმის თავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები