ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „საზღვარს“ ჩაკეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან 9 მაისს „საზღვარს“ ჩაკეტავს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს უკავშირდება.
ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საზღვარი“ უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტება. გადაადგილება 10 მაისს განახლდება.
ცხინვალში 9 მაისს აღლუმის ჩატარება იგეგმება.