ბათუმის ინციდენტში მონაწილე 9 პირს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის ინციდენტში მონაწილე 9 პირს პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა.მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ 11-12 მარტს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული ძალადობრივი აქციის დროს, სხეულის დაზიანება 35-მა პოლიციელმა მიიღო. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები