გურიაში მდინარეში ნავით დაშვებისას მამაკაცი დაიღუპა

ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში უბედურ შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი მდინარე ბჟუჟზე სპორტულ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
„კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცს ნავით დაშვების დროს ნავი ამოუბრუნდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები