კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად, 5-დან 8 მაისამდე კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, 5 მაისიდან 8 მაისამდე პერიოდში, კახეთში 393 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა, რითაც რამდენიმე ათასი კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასა იქნა დამუშავებული. ზემოქმედების შედეგად, სეტყვასაშიში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის და უწვრილესი უსაფრთხო ზომის სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 5 მაისის დღის 13:17 საათიდან მძლავრი შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის ჩამოყალიბება დაფიქსირდა.
15:52 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომამ 15 მმ.
15:53 საათიდან 22:08 საათამდე ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება 119 ერთეული რაკეტით განხორციელდა.
ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი ჩამოიცალა წვიმის სახით.
7 მაისს, დღის განმავლობაში, კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რამდენიმე მძლავრი ფრონტალური ღრუბლის მასა შემოვიდა.
17:33 საათისთვის ნალექის მასებმა ახმეტის და თელავის რაიონები მოიცვა, რასაც 18:34 საათისთვის თელავის რაიონში ახალი ღრუბლის შემოსვლა დაემატა. ღრუბლის გადაადგილების პარალელურად, განუწყვეტლივ ხდებოდა ნალექის რაკეტებით დამუშავება.
20:31 საათიდან ახალი ფრონტალური ღრუბლის მასა საგარეჯოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რომელმაც 21:24 საათისთვის გურჯაანის რაიონისკენ გადაინაცვლა, 22:19 საათისთვის კი ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე ჩამოიცალა.
05:39 საათისთვის სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით შემოვიდა ღრუბელთა სისტემა, რომელიც დამუშავების შედეგად, 06:39 საათისთვის კავკასიონის ქედზე ჩამოიცალა წვიმის სახით.
ზემოქმედების შედეგად, მოხერხდა ფრონტალური ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და მასში არსებული უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების ზომაში და რაოდენობაში ზრდა თავიდან იქნა არიდებული.
გასროლილი იქნა 174 ერთეული რაკეტა.
ატმოსფერული მოვლენები ერთიან პროცესში გაგრძელდა 8 მაისსაც, დილის 09:00 საათიდან რეგიონში განვითარება დაიწყო შიდამასიურმა ღრუბლის მასებმა, რასაც თან დაერთო ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლაც.
09:25 საათიდან 11:15 საათამდე ღრუბლები 100 ერთეული რაკეტით დამუშავდა.
შედეგად ფრონტალურ ღრუბლის მასებში არსებული სეტყვის მარცვლები არსებულ პარამეტრებში იქნა შენარჩუნებული და შეიზღუდა მათი ზომაში და რაოდენობაში გაზრდა. შიდამასიური ღრუბლის სრული მასა კი წვიმის სახით ჩამოიცალა.
ზემოაღნიშნული ატმოსფერული პროცესების განვითარების და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად, განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება. რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები