ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა

ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე თამბაქოს საწყობი აფეთქდა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ხანძარი შენობაში ლოკალიზებულია.
მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა იყო, თუმცა  ეს ვერსია ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები