ახალციხე-ასპინძის გზაზე მანქანა მტკვარში გადავარდა – დაშავებულია 2 ადამიანი

ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ რუსთავთან მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შინაგან საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები