ხანძარი თბილისში – ცეცხლი „ბელუქსის“ სათავსოს გაუჩნდა

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და მიქელაძის ქუჩის კუთხეში ხანძარია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დამხმარე ხის ნაგებობას „ბელუქსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩნდა.
ხანძარმა მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანება გამოიწვია.
ადგილზე იმყოფება სახანძრო 2 ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები