გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვეს

საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა. ე.წ. ციანდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
არსებითი განხილვის სხდომა 19 მაისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები