ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: საქმეში უტყუარი მტკიცებულებებია

“ჩვენ დავადასტურებთ დანაშაულს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
წიკლაურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაწილში დასრულებულია, გამოძიება სხვა თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გრძელდება.
„დასრულდა გამოძიება და მოსამართლე ამ მტკიცებულებების დასაშვებობას შეაფასებს. ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რაც უტყუარი მტკიცებულებებია. ჩვენ დავადასტურებთ მის დანაშაულს. გამოძიება მამალაძის ნაწილში დასრულდა და გრძელდება სხვა თანამზრახველების გამოვლინების მიზნით“, – აღნიშნა პროკურორმა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარეს კანონიერი მიზეზი აქვს პროცესის დახურვაზე.
ე.წ. ციანიდის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.​ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები