ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ინფორმაცია ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათვე ცნობით, ფაქტზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საფიჩხიის დასახლებაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები