შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს

  სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკეემით დაავადებულ ბავშთა დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს. აქციაში სახელწოდებით – „გაიღე სისხლი, გაადარჩინე სიცოცხლე“ სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მეორედ მიიღეს. აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლის დეფიციტის შემცირება. შსს-ს თანამშრომლები, ქვეყნის ყველა რეგიონიდან, აქციაში 2013 წლიდან არიან ჩართული და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს ყოველ კვირას აბარებენ. აქცია – „გაიღე სისხლი, გაადარჩინე სიცოცხლე“ თელავსა და ქუთაისში იანვარში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები