ბოლნისში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ, სმს-ის წაკითხვის მერე მოკლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ქმარმა 23 წლის ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით მეუღლე მას შემდეგ მოკლა, რაც მის მობილურ ტელეფონში მოკლე ტექსტური შეტყობინება ნახა, რაც სავარაუდოდ მკვლელობის მიზეზი გახდა.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავში დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ფაქტზე  გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები