გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდეგ ქალი გარდაიცვალა

დ. გაგუას კლინიკაში, მშობიარობის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება ახალშობილს, ის თავს კარგად გრძნობს. კლინიკაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლია მელიქიძემ განუცხადა, გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში 1 მაისს შევიდა. მისივე თქმით, სამინისტრომ სასამართლოს უკვე მიმართა.
„ჩვენთვის გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია 1 მაისს გახდა ცნობილი. როგორც კი ინფორმაცია გავიგეთ, იმავე დღეს დავიწყეთ სამართალწარმოება, მივმართეთ სასამართლოს. როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, სამინისტროში კომისია შეიქმნება და კომისიის წევრები გაგუას კლინიკაში მომხდარ ფაქტზე მოკვლევას დაიწყებენ“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ლია მელიქიძე.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები