მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თანამშრომლებს ეროვნული სასახლის დაარსების დღე მიულოცა

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ თანამშრომლებს ეროვნული სასახლის დაარსების დღე მიულოცა.
სასახლის ხელმძღვანელი თანამშრომლებს ისტორიულ თეთრ დარბაზში შეხვდა და პროფესიული წარმატება უსურვა.
„ ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის მნიშვნელოვან საქმეში, წინ პოზიტიური და სიახლეებით სავსე გზაა”, – აღნიშნა თიკა რუხაძემ.
კოლეგებს მიულოცა სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი თოდაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სასახლე სისხლსავსე დინამიური ცხოვრებით ცხოვრობს, მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი. ასევე, სტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა, გრიშა ჩიგოგიძემ, მან სასახლის კოლექტივს ერთ დიდ თაიგულად შეკვრა და წარმატება უსურვა.
კოლეგებს ღირსშესანიშნავი დღე ფოლკლორული სტუდიის ხელმძღვანელმა, თემურ ქევხიშვილმაც მიულოცა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები