გიორგი მარგველაშვილმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. აღნიშნულს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, ხატია დეკანოიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის 12 აპრილის გადაწყვეტილებაა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პროცედურების სრული დაცვით მიიღო.
ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც ის უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები