გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა

გლდანის მე-3 მიკრო რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურმა მამაკაცის უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღალი სართულიდან გადმოხტომას ცოლ-შვილის დაბრუნების მოთხოვნით აპირებდა. იგი მეუღლესთან გაშორებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები