„ჩვენ ვასწავლით ეფექტურად და ეფექტიანად“ – ინგლისური ენის ცენტრი „ედუჰაუსი“  მრავალფეროვანი არჩევანით  

 

ინგლისური ენის ცენტრი „ედუჰაუსი“ ორი წელია არსებობს და უკვე საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში. ვისაც ინგლისური ენის შესწავლა სურს მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად, „ედუჰაუსში“  მაღალკვალიფიციური პედაგოგები მოემსახურებიან.  ცენტრში უკვე 1500-ზე მეტმა ბავშვმა, სტუდენტმა და დასაქმებულმა გაიარა ინგლისური ენის სხვადასხვა სასწავლო კურსი.
„ედუჰაუსის“ მიზნებსა და პერსპექტივებზე „კვირას“ცენტრის  დამფუძნებელი  მარი მდივანი ესაუბრა.

როდის და რა მიზნით დაარსდა  ინგლისური ენის ცენტრი „ედუჰაუსი“?
– განათლების სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილების დაგროვების  შემდეგ, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა ინგლისური ენის ცენტრი. შევკრიბეთ საუკეთესო პედაგოგების გუნდი და ზუსტად 2 წლის წინ შევქმენით ინგლისური ენის ცენტრი – „ედუჰაუსი“. გამოცდილება არ ვიკმარეთ და ჩავატარეთ მომხმარებლის საფუძვლიანი კვლევა  და ვიცოდით, რა  ხარისხი და  როგორი მიდგომა შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის.
გარდა ხარისხიანი სწავლებისა, გვინდოდა, მოსწავლეებისთვის შეგვექმნა მეგობრული და სასიამოვნო გარემო, რაც, ვფიქრობ, გამოგვივიდა და აისახება რეკომენდაციებით მოსულ მოსწავლეთა რაოდენობაზე. ამ დროისთვის „ედუჰაუსში“ უკვე 1500-ზე მეტმა ბავშვმა, სტუდენტმა და დასაქმებულმა გაიარა ინგლისური ენის სხვადასხვა სასწავლო კურსი. ჩვენი მსმენელების რიგებში ასევე არიან კერძო კომპანიები, რომლებსაც, მათი საჭიროებებიდან  გამომდინარე, სპეციალური კორპორატიული შეთავაზებით ვემსახურებით.
– რა მეთოდოლოგიას ეფუძნება თქვენი პროგრამა და ვინ არიან პედაგოგები?
– ჩვენს ყველა პედაგოგს აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიკატი CELTA. ეს სერტიფიკატი ინგლისურის სპეციალისტისთვის იგივეა, რაც ოლიმპიელისთვის ოქროს მედალი, თან ზედიზედ 4 ოლიმპიურ თამაშებზე. ვასწავლით უახლესი სახელმძღვანელოებით – გარდა ძირითადი სახელმძღვანელოებისა, სწავლების პროცესში  აქტიურად ვიყენებთ ასაკის და ინტერესების შესაბამის კლასგარეშე ლიტერატურას, აუდიო და ვიდეომასალებს, როლურ თამაშებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, რაც გაკვეთილებს მაქსიმალურად ინტერაქციულს, საინტერესოს და სახალისოს ხდის.
სრული საგაკვეთილო პროცესი სრულად ინგლისურად მიმდინარეობს – დამატებით უზრუნველვყოფთ ინგლისურენოვანი გარემოს შექმნას. თანაბარი დრო ეთმობა ენის ყველა კომპონენტის განვითარებას. სასაუბრო, წერითი თუ გრამატიკული მოდულები ისეა გადანაწილებული, რომ თავისუფლად ვამბობთ – ჩვენ ვასწავლით ეფექტურად და ეფექტიანად. ჩვენთან მოსულ სტუდენტს უტარდება ენის ცოდნის განმსაზღვრელი ტესტირება და შესაბამის დონეზე იწყებს ჩვენთან სწავლას.
რით არის გამორჩეული „ედუჰაუსი“ სხვა ცენტრებისგან?
– სხვა ცენტრებისგან განსხვავებით, ცოდნის დონეს მომავალი სტუდენტისთვის  უსასყიდლოდ განვსაზღვრავთ. გვყავს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ჩვენთან ხვდებათ მეგობრული, თბილი გარემო. სამსახურიდან მოსულებს ხვდებათ ჩაი და ყავა – რომ გაკვეთილზე ენერგია აღიდგინონ. სტუდენტს ხვდება ადმინისტრაცია, რომელიც მუდამ იღიმის და მენეჯმენტი, რომელიც მუდამ მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.
აქტივობები აუდიტორიის გარეთ – ექსკურსიები თუ კინოჩვენებები  ხელს უწყობს ჩვენ მომხმარებელს, გაითავისოს, როგორ გამოიყენოს ენა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ჩვენი მაღალი ხარისხის მიუხედავად – ჩვენი კურსების ღირებულება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ხოლო მომხმარებელი, რომელიც ჩვენ მიმართ ლოიალურია, მუდმივად სარგებლობს განსაკუთრებული შეთავაზებებით. ასევე, სტუდენტები სარგებლობენ ხშირად სპეციალური ფასებით, რადგან ჩვენთვის ახალგაზრდების წახალისება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია.
– ცენტრში 12 სხვადასხვა კურსის გავლაა შესაძლებელი…
– ნამდვილად კურსების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. ჩვენთან ყველა ასაკის და ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაბამისი პროგრამაა.
7-14 წლამდე მოზარდებისთვის გვაქვს:  ზოგადი ინგლისური ბავშვებისთვის, საკვირაო სკოლა, საზაფხულო ინტენსიური კურსი სპეციალურად ბავშვებისთვის – ინგლისურენოვანი ბანაკი „შერვუდი“, საზაფხულო სკოლა 10-ზე მეტ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკაში. ზრდასულთათვის გვაქვს ზოგადი ინგლისური, სასაუბრო ინგლისური, ბიზნესინგლისური, იურიდიული ინგლისური, საკვირაო კურსი, საზაფხულო ინტენსიური კურსი, საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები IELTS, TOEFL, FCE, CAE, ასევე მოქმედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები  დამწყები და მოქმედი პედაგოგებისთვის.
რომელია ყველაზე პოპულარული კურსი?
– ყველაზე მოთხოვნადი კურსია ზოგადი ინგლისური, რომელიც 8 საფეხურისგან შედგება, თითოეულ საფეხურზე სწავლება 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, ყოველი საფეხურის დახურვის შემდეგ, მოსწავლეს გადაეცემა  ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ IELTS-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსით. წლის ამ მონაკვეთში რეგისტრაციას ვიწყებთ საზაფხულო ინტენსიურ კურსზე, როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მოზრდილებისთვის და შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურსია:  ყოველდღიურად გაკვეთილები 4 კვირის განმავლობაში – რაც მოკლე დროში მაქსიმალური შედეგის მიღების გარანტიაა.
რას ურჩევდით მსურველს – როგორ შეისწავლონ ინგლისური ენა მარტივად და სწრაფად?
– რთული შეკითხვაა, მარტივი პასუხით: მოვიდნენ ჩვენთან „ედუჰაუსში.“

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები