ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ომბუდსმენს მოუსმენს – “სასამართლო სისტემაში მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”

“სასამართლო სისტემაში მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში, საქმეების გაჭიანურება ხდება.
”სასამართლო სისტემაში არის მთელი რიგი პრობლემები, ხარვეზები. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო სისტემაში მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აქ საუბარია იმაზე, რომ არ ხდება გადაწყვეტილებების დასაბუთება, რიგ შემთხვევებში, საქმეების გაწელვა ხდება, კვლავ გაუმჭვირვალეა მოსამართლეთა დაწინაურების პროცესი, ასევე, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა არც ერთ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომელთაც პროცედურული დარღვევები აღმოაჩნდათ”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მთლიანობაში, აღნიშნული საკმაოდ მძიმე სურათს ქმნის.
სახალხო დამცველის ანგარიშს დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები