8 მაისს “თიბისი” და “რესპუბლიკა” გაერთიანდებიან

“თიბისი ბანკისა” და “ბანკი რესპუბლიკის” გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, “ბანკი რესპუბლიკის” სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, “რესპუბლიკიდან” გამავალი გადარიცხვები შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან.
როგორც “კვირას” “თიბისიდან” აცნობეს, “თიბისი ბანკის” რამდენიმე სერვისი, 6 და 7 მაისს, დროებით შეიზღუდება.
“არ იმუშავებს “თიბისი ბანკის” ფილიალები, სერვისცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოსტტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.
8 მაისიდან, “თიბისი ბანკის” ყველა სერვისი სრულად აღდგება, “ბანკი რესპუბლიკის” კლიენტები “თიბისი ბანკის” ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.
“თიბისი ბანკი” თხოვნით მიმართავს “ბანკი რესპუბლიკის” მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული “თიბისი ბანკის” ბარათები ფილიალებიდან, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, “ბანკი რესპუბლიკის” ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს “თიბისი ბანკში” ახლად გახსნილ ანგარიშებზე. 8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება “თიბისი ბანკის” და “ბანკი რესპუბლიკის” ყველა ფილიალში. დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ “თიბისი ბანკის” ან “ბანკ რესპუბლიკის” სატელეფონო ცენტრს ( +995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27).
“თიბისი ბანკი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, ტექნიკური გაერთიანების გამო, სერვისების დროებით შეფერხებისათვის. დეტალური ინფორმაცია, გაერთიანების შედეგად, პროდუქტებსა და მომსახურებებში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a”, – ნათქვამია “თიბისი ბანკის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები