საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

“2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა” – ამის შესახებ ჟურნალისტებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა.
“დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე. რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები, სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები