“რეგიონმედიამარკეტმა“ და უკრაინულმა კომპანიამ “Агентсво PR Batteries” მემორანდუმი გაფორმეს

დღეს, კიევში, ქართული კომპანია “რეგიონმედიამარკეტს“ და უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries”-ს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
“რეგიონმედიამარკეტი”, რომელიც ქართულ მედიაში სარეკლამო დროების მფლობელიცაა, საქართველოში ბიზნესმენებს უკრაინის სარეკლამო ბაზარზე გასვლას შესთავაზებს.
“ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სარეკლამო სფეროში, კომპანია “რეგიონმედიამარკეტი“ აპირებს უკრაინულ კომპანია “Агентсво PR Batteries”-ს მიაწოდოს საქართველოს ბიზნესსექტორის სარეკლამო წინადადებები“, – ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც “რეგიონმედიამარკეტის“ დირექტორი ლევან ალექსიშვილი და უკრაინული კომპანიის “Агентсво PR Batteries”-ის გენერალური დირექტორი რომან მედინსკი აწერენ ხელს.
“ეს არის ახალი შესაძლებლობა ქართული ბიზნესისათვის, ვინც უკრაინის ბაზარზე მუშაობს და ვინც აპირებს შემოსვლას, რადგან ამ თანამშრომლობით ,,რეგიონმედიამარკეტს“ ექნება განსაკუთრებული სარეკლამო პირობები უკრაინული ბაზრით დაინტერესებული ბიზნესისთვის. წინადადებები განსაკუთრებით საინტერესო იქნება საქართველოს ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის”,- აცხადებს “რეგიონმედიამარკეტის“ დირექტორი ლევან ალექსიშვილი.
“ქართულ უკრაინული მეგობრობის ამბავი ცნობილია, ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისათვის კი ესაა კარგი შესაძლებლობა, ქართული ბიზნესი შემოვიდეს უკრაინულ სარეკლამო ბაზარზე და პირიქით. იმედი მაქვს, უკრაინის სარეკლამო ბაზრით ქართული კომპანიები დაინტერესდებიან და ასევე, ამ პროცესს ექნება უკუკავშირი. უკრაინელი ტურისტი დაინტერესებულია საქართველოთი და ამ თანამშრომლობით, მათ ექნებათ არჩევანის ჯერ კიდევ უკრაინაში გაკეთების საშუალება“, – განაცხადა “Агентсво PR Batteries” -ის გენერალურმა დირექტორმა, რომან მედინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები