გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „გოლფის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მჯდომი ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.
​როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები