წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის დაპირისპირება მოხდა – არიან დაკავებულები
თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, გვიან ღამით, ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, დაპირისპირებაში მეზობლებიც ჩაერთნენ. ინციდენტი ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლის დაკავებით დასრულდა.
ადგილზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომელმაც ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. რაც შეეხება უშუალოდ დაკავებულებს, მათ წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.