„ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“ – კასპის რაიონში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა

დღეს შიდა ქართლის რეგიონში დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელშიც კასპის მუნიციპალიტეტი სრულად იყო ჩართული.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქში, დასუფთავების აქციის პარალელურად, სააკაძის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩების კუთხეში ახლადმოწყობილ სკვერში 50 ძირი ფოთლოვანი ხე დაირგო. ხეების დარგვასა და დასუფთავების აქციაში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე და აპარატის უფროსი ნათია ანთელავა მონაწილეობდნენ.
დასუფთავების აქცია, კასპის გარდა, მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაქის სკოლებში და საბავშვო ბაღებშიც ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აიპიების თანამშრომლებმა და პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” წევრებმა. კასპის ორგანიზაციის თანამშრომლებმა 9, აიპიების თანამშრომლებმა კი 8 ტერიტორია დაასუფთავეს.
მოგროვილი ნარჩენის ტომრები  შპს „კასპისკეთილმოწყობამ“ გაიტანა, რომელმაც აქციის მონაწილეები ტომრებითა და ხელთათმანებით უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები