„აუდიტორია 115“, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციას მართავს. მათ აქციის მონაწილეებს საკუთარი მიზნები და მოთხოვნები გააცნეს.
ისინი ქვეყანაში შრომის უფლებების გაზრდას, შესაბამისს ანაზღაურებას, ასევე, შრომითი ინსპექციის და უსაფრთხო სამუშაო გარემო პირობების შექმნას ითხოვენ. აქციის მონაწილეებთან ერთად, პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი იმყოფება.
აქცია მსვლელობით ვარდების მოედნისკენ დაიძრა, აქციას პროფკავშირების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ. ვარდების მოედნის შემდეგ, “აუდიტორია 115”-ის წევრები და  აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები