კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი იმართება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების: “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ ბუნდის“ (ASB), ოქსფამის“ (OXFAM) და “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისა და კრიზისული სიტუაციების მართვაში ჩართული სამინისტროების/უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის 1-4 მაისს, ბორჯომში, სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში“ კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე მედია ტრენინგი ჩატარდება.
საბჭოს ცნობით, ტრენინგი, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი გაუძღვება, მიზნად ისახავს ჟურნალისტების მომზადებას კრიზისული სიტუაციის დროს, მედიის და ხელისუფლების ეფექტურ თანამშრომლობას, საქართველოში არსებული კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემისა და კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის გაცნობას.
ბრიტანელი ჟურნალისტი ნაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. 2006 წლიდან კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები