ირაკლი ლექვინაძე: გარევაჭრობასთან დაკავშირებით, გამონაკლისი ვერ იქნება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ნავთლუღის ბაზრობის გარე მოვაჭრეების აქციას ეხმაურება. როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არანაირი გამონაკლისი გარემოვაჭრეებისთვის არ იქნება. მისივე თქმით, „სადგურის“, „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის მეტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები უკვე შესულები არიან ბაზრების შიდა ტერიტორიებზე.
„თბილისის მერია აგრძელებს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ მოქმედებებს გარევაჭრობის დარეგულირებისკენ. ამ დროისთვის, ჩვენ დაგვრჩა ორი ლოკაცია – სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. დაახლოებით ორი კვირის ვადაში, აღნიშნულ ტერიტორიებზეც დარეგულირდება გარევაჭრობა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ საკითხის სოციალური სიმძიმე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს წინასწარი გაფრთხილება, არ ხდება ქონების და საქონლის ჩამორთმევა და კონფისკაცია, თითოეულ მათგანზე შეთავაზებულია ალტერნატიული ადგილები”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები