ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლება ერთპარტიულობას აყალიბებს

„ხელისუფლება ერთპარტიულობას აყალიბებს. ხელისუფლებაში იქნება „ქართული ოცნება“ თუ რომელიმე სხვა პარტია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ერთპარტიული სისტემაა”, – აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
​კონსტიტუციონალიზმი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კოალიციებზე უარის თქმა არასწორია. მისი თქმით, საპარლამენტო მმართველობის ხიბლი იმაშია, რომ კოალიციური მთავრობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
​„ ხელისუფლება თვლის, რომ კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სტაბილურობა. მთავარია, ქვეყანა იყოს სტაბილური და არა ხელისუფლება. ამ ფორმატით, რაც შემოთავაზებულია, ხელისუფლება ერთპარტიულობას აყალიბებს. ხელისუფლებაში იქნება „ქართული ოცნება“ თუ რომელიმე სხვა პარტია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ერთპარტიული სისტემაა. წინასწარვე უარია ნათქვამი კოალიციებზე. საპარლამენტო მმართველობის ხიბლი იმაშია, რომ კოალიციური მთავრობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. შესაძლებლობას იძლევა, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების განხორციელებაში. კი არ უნდა შეიზღუდოს, უნდა გაძლიერდეს ოპოზიციის ფუნქციები“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები