განხილვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიზანშეწონილობას შეეხება, გადაიდო

​იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადო საკითხის განხილვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიზანშეწონილობას შეეხება. იუსტიციის საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, ვინც გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნული, მოსამართლის თანამდებობაზე ავტომატურად უვადოდ გამწესდნენ, თუმცა დღეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა. ერთადერთი, ვინც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადისგან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება, საბჭოს წევრი ვახტანგ მჭედლიშვილია.
​”თუ ჩვენ უვადოდ გადანიშვნაზე ვსაუბრობთ, მაშინ კანონს უკუქცევითი ძალა უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, ნორმას არ აქვს უკუქცევითი ძალა. თუ ინიციატივა რეალობად იქცევა, სამართლებრივი კოლიზია შეიქმნება”, – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები