თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის გზის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა. პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
თბილისის მერიიდან აქციის მონაწილეებს განცხადებების დაწერა შესთავაზეს, რაზეც გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს. აქციის მონაწილეები ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის 6 თვით გადადებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები