„საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული“

„ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არ არის მთავრობის ხელმძღვანელი, ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი და თუნდაც მან გასცეს დაპირებები, ის ამ დაპირებებს ვერ შეასრულებს და საარჩევნო კამპანიას ვერ აწარმოებს“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
​დეპუტატი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ხუნდაძის თქმით, პირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, ლეგიტიმაცია არის მაღალი, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის მის უფლებრივ მდგომარეობასთან.
„იმ ქვეყნებში, სადაც არჩევანია გაკეთებული საპარლამენტო მოდელზე, იქ, რა თქმა უნდა, უპრიანია, რომ არაპირდაპირი გზით მოხდეს პრეზიდენტის არჩევა. პირდაპირი გზით მისი არჩევის შემთხვევაში, ლეგიტიმაცია არის მარალი, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის მის უფლებრივ მდგომარეობასთან. პრეზიდენტი ვერც გასცემს და ელემენტარულად, ვერც შეასრულებს დაპირებებს, რომელსაც ის გასცემს საარჩევნო კამპანიისას. მე ძნელად წარმომიდგენია, როგორ უნდა აწარმოონ საპრეზიდენტო კამპანია კანდიდატებმა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გაწერილი უფლება-მოვალეობები, რასაც ვერც მოაკლდება და ვერც გადააჭარბებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ის არაპირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
​რაც შეეხება ვადებს, ხუნდაძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპრომისი იქნას დაშვებული, რომ არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციები და ამ ეტაპზე, ჩატარდეს პირდაპირი გზით არჩევნები და უკვე შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს ახალი ცვლილებების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები