გია ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის

“პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვოლსკი თვლის, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს.
„მარგველაშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს – რა კავშირშია ირიბი ვაჭრობა კონსტიტუციის გარკვეულ მონაკვეთთან, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს? პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უმაღლესი ლეგიტიმურობის თანამდებობას არ წარმოადგენს, ის არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ეს ფუნქცია მთლიანად პრემიერს ეკისრება. ამასთან შეგუება კი მარგველაშვილს რატომღაც არ უნდა, ან ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას“ , – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები