ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებამ მეუფე დიმიტრი დაკითხა

ე.წ. ციანიდის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი – მეუფე დიმიტრი დაკითხა. ამის შესახებ „კვირას“ ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მეუფე გასულ კვირას დაიკითხა, პროკურატურამ კი საქმის გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
„მეუფე დიმიტრი გამოძიებამ გასულ კვირას დაკითხა. გამოძიებას მასთან გარკვეული ტიპის კითხვები ჰქონდა. ძირითადად, პირად განწყობებზე ისაუბრა“, – განუცხადა „კვირას“ ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები