ლევან მურუსიძე: როდესაც აღარ ვიქნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მაშინ დააკვირდით ლევან მურუსიძის საქმეებს

“როდესაც აღარ ვიქნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მაშინ დააკვირდით ლევან მურუსიძის საქმეებს“,-ამის შესახებ ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
​მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია სულხანიშვილის საქმიანობის შეფასება და როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, მისი საკითხიც აქტუალური გახდა. კითხვაზე, მას შემდეგ, რაც მისი სამწლიანი ვადით გამწესება მოხდა სააპელაციო სასამართლოში, განიხილა თუ არა საქმეები, მურუსიძემ განაცხადა, რომ მას არც ერთი საქმე არ განუხილავს.
2016 წლის იანვარში ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. ამასთან, ერთი თვის წინ, ამოქმედდა სასამართლოს მესამე ტალღის რეფორმა. ცვლილების თანახმად, თუ უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს აქვთ უზენაეს სასამართლოში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება, მათი უვადოდ გადანიშვნა უნდა მოხდეს. საბჭოს სხდომაზე ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლე მაია სულხანიშვილთან ერთად, მურუსიძის სამი წლის ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე საქმიანობის შეფასება განიხილება. ამასთან, არ არის გამორიცხული, მურუსიძე გამოსაცდელი ვადის გასვლის გარეშე, უვადოდ დაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები