ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა, უვადოდ გაამწესოს

ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა, უვადოდ გაამწესოს. აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უნდა იმსჯელოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა საბჭომ მურუსიძის უვადო დანიშვნაზე იმსჯელოს. მისივე თქმით, მურუსიძე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა და ეს ვადა ჯერ არ გასულა.
„საბჭო არ აპირებს დამატებით იმსჯელოს, რამდენად იმსახურებს ლევან მურუსიძე უვადოდ გამწესებას. მურუსიძე დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ის რეალურად საქმეებს არ იხილავს, შესაბამისად, რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა შეფასდეს მისი საქმიანობა“, – აცხადებს შერმადინი.
მისი განმარტებით, საბჭო შესაძლოა, ცდილობდეს, მოასწროს მურუსიძის უვადოდ დანიშვნა, ვიდრე ივნისში საბჭოს ვადა ამოეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები