“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტი “დაასუფთავე საქართველო“ გრძელდება

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტი „დაასუფთავე საქართველო“ გრძელდება. ორგანიზაციის წევრებმა დედაქალაქში მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. პროექტი ახალგაზრდების ინიციატივით ხორციელდება და მასში მოხალისეები მონაწილეობენ.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შევიკრიბეთ ნაფეტვრებში პროექტ “დაასუფთავე საქართველოს” ფარგლებში. დღევანდელი ღონისძიების მიზანია მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მოქალაქეს გავუფრთხილდეთ გარემოს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის მოვლაში“, – განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, სალომე პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები