ძლიერი სეტყვა და წვიმა თელავში – დაზიანებულია სასოფლო გზები (ფოტოკოლაჟი)

კახეთში, თელავში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ თელავის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზები დააზიანა.
ძლიერი სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა, სეტყვას ძლიერი წვიმა მოჰყვა.
როგორც „კვირას“ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილი განუცხადა, განსაკუთრებით დაზიანებულია სოფელ ვარდისუბნის გზა.
მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, მოსულ ნალექს ნათესები არ დაუზიანებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები