ჩინეთი და ევროკავშირი მთვარეზე დასახლების აშენებას აპირებენ

ჩინეთი, ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად, მთვარეზე დასახლებული ბაზის მშენებლობას აპირებს. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ამ საკითხზე ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორის, იოჰან-დიტრიხ ვერნერის ინფორმაციით, მთვარეზე ბაზის მშენებლობა მარსზე მომავალი მისიებისთვის და კოსმოსური ტურიზმის განვითარებისთვის არის საჭირო.
პროექტის განხორციელების თარიღები არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები