მე-11 ბატალიონის “ალფა” ასეული საქართველოში დაბრუნდა (ფოტოკოლაჟი)

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
ქართულ ქვედანაყოფთან ერთად დაბრუნდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და I ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში დაბრუნება მიულოცა.
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ქართველ სამხედროებს სამომავლოდ წარმატება უსურვა. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ასეულის მთავარი ამოცანა სამხედრო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ასევე, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული, როტაციის წესით, მე-12 ბატალიონის „ბრავო” ასეულმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები