თამარ ტალიაშვილი: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება ეკოლოგიურ გამოწვევებთან ბრძოლის ეფექტური გზაა

დედამიწის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, საკრებულოსა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განალებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით გაიმართა.
ბოტანიკურ ბაღში შეკრებილ სტუმრებს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მიესალმა.
,,დღევანდელი ღონისძიების მიზანია, რომ პატარა ასაკიდანვე განვავითაროთ ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი კულტურა, რადგან კულტურა და ადათ-წესები ძალიან ეფექტური და ელეგანტური გზაა ისეთი ფუნდამენტური თემების გადასაწყვეტად, როგორიცაა ეკოლოგიის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ აქციაში, რომელიც ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობით შედგა, ჩართული არიან თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ფილიალები, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და ყველა მონაწილეს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდა საკრებულოს დეპუტატი ზაქარია კოლელიშვილი, რომელიც სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ  მსგავსი კულტურული ღონისძიებებით ახალგაზრდებში ბუნების სიყვარულის გაღვივება მნიშვნელოვანია.
სტუმრებს სიტყვით, ასევე, მიმართა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ა ა(ა)იპ თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 სამუსიკო სკოლის დირექტორი თამაზ მოლაშვილი, რომლის აღსაზრდელებმაც მუსიკალურად გააფორმეს ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ფილიალების, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და გალერეის აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
აღსაზრდელებმა შეაგროვეს ჰერბარიუმი, ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეული ნარჩენებისგან შექმნეს კომპოზიციები, გააკეთეს ჩანახატები და დარგეს მცენარეები. დღესვე, მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, ბოტანიკურ ბაღში დაცული მცენარეების უნიკალურ სახეობებს გაეცნენ.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალური ხელოვნების სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ფილიალების, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და გალერეის დირექტორები, პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები