თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა

თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მაშველებმა, რომლებიც მტკვრის ტერიტორიას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებენ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი გ.ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები